კალაძე:"სან სირო" ჩემი მეორე სახლია"

22-05-2018, 13:27

როგორც იცით, გუშინ 21 მაისს იტალიურმა გრანდმა "მილანმა" და "სან სიროზე" შეკრებილმა გულშემატკივარმა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო გამოსამშვიდობებელი მატჩით გააცილა.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "როსონერის" ყოფილი ცენტრალური მცველი, ახლა უკვე თბილისის მერი კახი კალაძე იღებდა.

მატჩისშემდგომ პრესკომფერენციაზე კალამ პირველი არხის ჟურნალისტებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე და თავის ემოციებზე ღიად ისაუბრა.

"ჩემთვის ყოველთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა აქ დაბრუნება. მილანი, "სან სირო" არის ჩემი მეორე სახლი, რადგან ჩემი ყველა საფეხბურთო წარმატება დაკავშირებულია ამ კლუბთან, ამ ქალაქთან, ამ სტადიონთან, ამ ხალხთან. ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მომიწია დღეს ისევ თამაში“, – განაცხადა კახა კალაძემ 1tv.ge-სთან საუბრისას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოთხსენებული ვარსკვლავური მატჩი ფრედ, ანგარიშით 7:7 დასრულდა.



  • messi10
  • 22 მაისი 2018 13:28
კალა მაგარი კაცია

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით