"პარი სენ-ჟერმენს" სერიოზული სანქციები ელის

25-05-2018, 22:33

გავლენიანი "RMC Sport"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, უეფა ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" დასჯას აპირებს.

წყაროს ცნობით, უეფას ამ გადაწყვეტილების მიზეზი ლიგა 1-ის ფავორიტი გუნდის მიერ ფეირ-პლეის წესების დარღვევაა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჯერჯერობით ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს სანქციის ფორმაზე არ უსაუბრია და სწორედ ამიტომ როგორი მეთოდით დაისჯება "პსჟ" ჯერჯერობით უცნობია.

სავარაუდოდ, უეფა ფრანგულ გრანდს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს და მათ შემადგენლობას ოპტიმალურობას დაუკარგავს.

ასე და ამგვარად, "პსჟს" ფანებს ისღა დარჩენიათ, რომ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ფეხბურთის კომიტეტის გადაწყვეტილებას დაელოდონ.



  • messi10
  • 25 მაისი 2018 22:34
aba ragegonat fulebs ro sivridit aketiket

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით