რჩევა "ლივერპულს" რონალდუს შესაჩერებლად

25-05-2018, 23:33

"ლივერპულის" ლეგენდარულმა მცველმა მარკ ლაურენსონმა, თავის ყოფილ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ "რეალის" ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს შესაჩრებლად რჩევები მისცა.

"პირველ რიგში რა უნდა გააკეთონ ინგლისელებმა? პასუხი უმარტივესია. რა თქმა უნდა მაქსიმალურად შებოჭონ პორტუგალიელი, რათა ბურთი არ მიიღოს. მთელი მადრიდული გუნდი მასზეა აგებული. თუ ბურთი "როხი ბლანკოს" 7 ნომერს მიუვა, ბადეში მოთავსება არ ასცდება, თუმცა "წითლებსაც" ჰყავთ მსგავსი ფეხბურთელი სალაჰის სახით".

"არა, მათ შედარებას ნუ მთხოვთ. ეგვიპტელს ბევრი მუშაობა სჭირდება, რათა რონადლუს დონეს მიაღწიოს. სამეფო კლუბი მთლიანად გადართულია პორტუგალიელისთვის ბურთის მიწოდებაზე, რადგან საუკეთესო შემსრულებელია. ის დაცვაში თამაშით თავს არ იწუხებს, მხოლოდ ელოდება როდის მიუვა ბურთი თანაგუნდელისგან, რათა გოლად გარდასახოს".

"სალაჰი სხვა სტილში ჯდება. ის ცდილობს ბურთი თავად მოიპოვოს, საგოლე მომენტიც შექმნას და პასიც გააკეთოს. აი ეს არის განსხვავება მათ შორის", - განაცხადა  ინგლისელმა ლეგენდამ.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით