ტოპ-5 ტრანსფერი 2017-2018 წლებში

26-05-2018, 12:25

რუსულმა გამოცემა sport24.ru-მ 5 საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა, რომელიც ევროპაში 20017-2018 წლებში მოხდა. წყაროს ცნობით, ხუთეულს მოჰამედ სალაჰი იწყებს, რომელიც ლივერპულის დასაყრდენი ძალა გახდა. 

1. მოჰამედ სალაჰი
ეგვიპტელი ფეხბურთელი წლის ტრანსნფერადაა შერაცხული, რადგან მისი ლივერპულში გადაბარგება გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მომომ სეზონში 32 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის ბომბარდირი გახდა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო გოლიადორთან ერთად სალაჰი ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 

2. ედერსონ მორაესი
ბრაზილიელი კიპერი მსოფლიო ფეხბურთისთვის აღმოჩენა იყო. მანჩესტერ სიტიში პეპ გვარდიოლას მისვლის შემდეგ, ჰარტი კლუბიდან გაუშვეს და კლაუდიო ბრავო მოიყვანეს, რომელმაც ვერ გაამართლა და მისი ადგილი კაბალიერომ დაიკავა, თუმცა ესპანელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით „ქალაქელების“ ბოსებმა ბენფიკადან ედერსონი შეიძინეს, რომელშიც 40 მილიონი გადაიხადეს და სეზონის ბოლოს სიტის მეხუთე მცველად აღიარეს. 

3. ჯეიმს როდრიგესი
კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ჯეიმს როდრიგესი, გასულ წელს მიუნხენის ბაიერნში გადავიდა, რადგან ზიდანის ფორმაციის მადრიდის რეალში თავი ვერ დაიმკვიდრა და ისკოს ჩრდილად იქცა. გერმანელებმა ფეხბურთელი იჯარის წესით დაიმატეს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბს მისი გამოსყიდვა უნდა. თავის მხრივ ჯეიმსი აქტიურად მეცადინეობს გერმანული ენის ასათვისებლად. 

4. ნემანია მატიჩი
მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო, ხშირ შემთხვევაში არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, თუმცა მატიჩის ტრანსფერმა „წითელ ეშმაკებში“ გაამართლა და პრემიერ ლიგაში მეორე ადგილზე გასვლა სერბის დამსახურებაა. „წითლებმა“ ნემანია ჩელსის რიგებიდან გადაიბირეს და მის სანაცვლოდ 44 მილიონი ევრო გადაიხადეს.

5. ოლივე ჟირუ
საფეხბურთო კლუბი ჩელსი მიმდინარე სეზონში ვერ ბრწყინავდა და გუნდა პრემიერ ლიგა მე-5 ადგილზე დაასრულა. გასული სეზონის ჩემპიონი ფორმაში ვერ იყო. აღნიშნულ ფაქტს კონტე შემტევი ხაზის უნიათობით განმარტავდა. კლუბის ხელმძღვანელი აბრამოვიჩი, ზამთარში, ფულის დახარჯვას არ აპირებდა, თუმცა იტალიელმა მწვრთნელმა თავდამსხმელის ყიდვა მოსთხოვა, რომელიც „ემირეიტზე“ ასპარეზობდა და რიგ ეპიზოდებში არსენალს ლიდერობდა კიდეც. ფრანგი ფორვარდი „არისტოკრატებში“ 17 მილიონ ევროდ გადავიდა და ახალგაზრდა მორატაც დაჩრდილა, რომელიც კუნძულელთა რიგებში ვერ ბრწყინავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით