ზიდანმა გადაწყვეტილება მიიღო

26-05-2018, 19:49

"რეალ მადრიდის" მთავარ მწვრთნელს ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის რამდენიმე რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწია. 

პირველ რიგში მას 24 ფეხბურთელიდან უნა აერჩა 23. ხოლო ერთი მოთამაშე მადრიდში უნდა დაეტოვებინა.  მან ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

ეს არ ეყო და მას კიდევ ჰქონდა თავსატეხი. გარეთ ბეილი, რომელიც მოედანს უგოლოდ არ ტოვებს და კარიმ ბენზემა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუსთან კარგად არის შეთამაშებული. დიახ ორი საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ ერთი თავისუფალი ადგილი შემტევი ფეხბურთელისთვის ძირითად შემადგენლობაში.

ზიზუმ ბევრი იფიქრდა და საბოლოოდ გადაწყვეტილება უელსელზე გააკეთა. გარეთი გუნდს პირველივე წუთებიდან დაეხმარება, ხოლო ფრანგს კი მატჩის ყურება სათადარიგოთ სკამიდან მოუწევს.

"ისეთ სიტუაციაში ვარ, რომელიც მწვრთნელისთვის ყოველთვის რთულია. ამოირჩიო ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელიდან ერთ-ერთი, არავისთვისაა მარტივი, მითუმეტეს გუნდის თავკაცისთვის, თუმცა გადავწყვიტე, რომ დღეს ფინალი ბეილმა დაიწყოს. მან უფრო მეტი დრო გაატარა სკამზე, ამიტომაც ღირსია, რათა თვიდანვე გავიდეს მოედანზე", - განაცხადა ზიზუმ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით