• 12-08-2023
    "კვერნაძემ საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გამოავლინა" - "ფროზინონეს" მწრთვნელის კომენტარი
    "კვერნაძემ საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გამოავლინა" - "ფროზინონეს" მწრთვნელის კომენტარი
    Author of the article
    Aa

    გუშინ იტალიის თასზე გიორგი კვერნაძის "ფროზინონემ" "პიზა" მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

    შეხვედრის შემდეგ "ფროზინონეს" თავკაცმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ მედიასთან კომენტარი გააკეთა, სადაც ქართველზეც ისაუბრა.

    "ფეხბურთელები თავიანთი შესაძლებლობების ჩვენებას და დავალებების შესრულებას ახერხებენ. ზოგიერთი შეცდომა ჩემი ბრალია, რადგან ვცდილობ, გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი შევძინო.

    "კვერნაძემ რამდენჯერმე ბურთის დაბრუნება მოახერხა და ამით საქმისადმი სწორი დამოკიდებულება გამოავლინა. ყველა მათგანმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა", - თქვა დი ფრანჩესკომ.

    Facebook კომენტარები