რატომ დაუშვა კარიუსმა შეცდომა დღევანდელ მატჩში, ცნობილია

27-05-2018, 00:54

26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ზიზუს შეგირდებმა ტურნირის მოგება ზედიზედ მესამედ შეძლეს.

გეტყვით, რომ „მერსისაიდული“ გრანდის ლიდერი მოჰამედ სალაჰი პირველივე ტაიმში დაშავდა და შესაცვლელი გახდა. მომოს გაყვანის შემდეგ, ინგლისელებმა ასპარეზი ესპანელებს დაუთმეს და ამაში კიპერი კარიუსიც აქტიურად დაეხმარა. 

უგოლო პირველი ტაიმის შემეგ, კარიუსის პირველი შეცდომის ჯერიც დადგა და 51-ე წუთზე თამაშის სწრაფი დაწყების მცდელობას ბენზემას გოლი მოჰყვა. გერმანელმა მეკარემ ფრანგ თავდამსხმელს ფაქტიურად გოლი გაატანინა. კარიუსის შეცდომის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ იგი სწრაფად ცდილობდა თავისი გუნდის შეტევის დაწყებას.

შეცდომების კასკადის შემდეგ, სიტუაცია მიწყნარდა, თუმცა ზიდანმა გარეტ ბეილი შემოიყვანა და უელსელმა კარიუსის ხარჯზე დუბლი გაიფორმა. მეორე გოლში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბეილმა შორეული დარტყმა განახორციელა და კარიუსმა კურიოზული გოლი გაუშვა. იმის მაგივრად, რომ დარტმული მოეგერიებინა ხელში დაჭერა გადაწყვიტა. მცდელობა, მცდელობადვე დარჩა და 3:1-ის შემდეგ მსაჯის სასტვენმა 2017-2018 წლების გამარჯვებული გამოავლინა. 





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით