რამოსი: "ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა"

27-05-2018, 09:31

ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლის სეზონის ჩემპიონი "რეალი" გახდა. გთავაზობთ მადრიდული კლუბის კაპიტანის მატჩისშემდგომ კომენტარს.

"ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ჩვენ ჩვენი შიმშილი დავანახეთ მეტოქეს. დავანახეთ ის, თუ ვინ არის დომინანტი და სად არიან ლეგენდები. ვიცოდით როგორ უნდა გვეთამაშა, რათა მოგვეგო. ჩვენი მიზანი მიღწეულია", - განაცხადა რამოსმა.

"რეალმა" ამ ფინალის მოგებით ისტორიული რეკორდი დაამყარა. ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის ტიტული. სულ მათ 13 ლიგის თასი მოუგროვდათ, რაც მეორე ადგილოსანზე სამჯერ მეტია. 

სერხიო რამოსს კი განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მატში, რადგან  მან დააზიანა ინგლისელთ ლიდერი მო სალაჰი, რომელმაც "წითლებისთვის" სტიმულის ჩაკვლა და მატჩის ბედის სხვანაირად წარმართვა გამოიწვია.
 




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით