რამოსი:"სალაჰ გამოჯანმრთელებას გისურვებ"

27-05-2018, 18:02

მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, სოციალურ ქსელ "Twitter"-ზე მოჰამედ სალაჰს პოსტი მიუძღვნა.

"ზოგჯერ, ფეხბურთი თავის უარყოფით მხარეს გვიჩვენებს, ზოგჯერ კი პირიქით, დადებითს".

"ჩვენ კოლეგები ვართ და ვთვლი, რომ ფეხბურთში შუღლის ადგილი არ არის".

"გისურვებ გამოჯანმრთელებას. შენ წინ დიდი და ვარსკვლავური მომავალი გაქვს", - წერს რამოსი სოციალურ ქსელში.

როგორც იცით, ესპანელის "რეალმა" გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ეგვიპტელის "ლივერპული" 3:1 დაამარცხა და ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო.



  • messi10
  • 27 მაისი 2018 18:02
ეხლა უსურვებ ხო? კაცი დალეწა

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ოქრიაშვილი უკლუბოდაა

დაგვიმეგობრდით