მჭედლიძე "ემპოლიდან" მიდის

28-05-2018, 13:01

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლევან მჭედლიძე დიდი ალბათობით „ემპოლის“ რიგებს დატოვებს. წყაროს ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ხშირად ტრავმიანობს და ამჟამინდელ კლუბში დარჩენის შანსი 5%-ია.

„ლევანს ხშირი ტრავმები აქვს. არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ  მომდევნო სეზონს სტაბილურად ჩაატარებს. მჭედლიძე ეკონომიკურად წამგებიანია კლუბისთვის“ - წერს იტალიური საიტი.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებურს გასული სეზონი გაუცდა. ამ უკანსკნელმა 13 თვე გააცდინა და ვარჯიში ახლახანს განაახლა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით