კორიჩი:"ტოტი და მოდრიჩი ჩემი კერპები არიან"

28-05-2018, 20:49

"რომამ" წლის პირველი ტრანსფერი უკვე გააოფიციალურა. ანტე კორიჩი მათ "დინამო ზაგრებიდან" შეუერთდა. ფეხბურთელმა თავის საყვარელ ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"ძალიან, ძალიან მოხარული ვარ აქ მოსვლით. თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. ერთი სული მაქვს ახალი სეზონის როდის დაიწყება. ვერ ვითმენ ისე მსურს მაისურის მორგება და მოედანზე "ფორზა რომას" ძახილი".

"რეალის" ნახევარმცველი მოდრიჩი ჩემი კერპია ტოტისთან ერთად. ვფიქრობ ისინი საუკეთესო ნახევარმცველები არიან.  მოვედი კლუბში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ხორვატიაში რომაელებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ".

"მომწონს ძეკო. ის ხომ იქიდანაა, საიდანაც მე ვარ. გარდა ამისა მომწონს სტეფანი, დე როსი და ა.შ. იმედი მაქვს მომავალი სეზონი მალე დაიწყება. "ფორზა რომა", - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით