ქართველთათვის კარგად ნაცნობი მწვრთნელი სცემეს

29-05-2018, 09:10

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ადგილობრივ ჩემპიონატში ჩერნომორეცის გულშემატკივრებმა კლუბის მთავარი მწვრთნელი კონსტანტინ ფროლოვი სცემს. წყაროს ცნობით, აღნიშნული ფაქტის მიზეზი ოდესური გუნდის პრემიერ ლიგიდან გავარდნა გახდა. 

როგორც ირკვევა, ბოლო ტურში ჩერნომორეცი პოლტავას დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, ფროლოვი გულშემატკივრებთან მადლობის გადასახდელად მივიდა, თუმცა საპასუხოდ მუშტი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, კონსტანტინის ვინაობა ქართველმა გულშემატკივრებმა კარგად იციან, რადგან ადრე ქობულეთის შუქურასა და ბათუმის დინამოს წვრთნიდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით