ოფიციალურად: ფაბინიო "ლივერპულის" ფეხბურთელია

29-05-2018, 00:08

ფრანგული "მონაკოს" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფაბინიო კარიერას მერსისაიდულ "ლივერპულში" გააგრძელებს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, "წითლებმა" 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გადაიხადეს. გარდა ამისა, ტრანსფერი ბონუსებსაც მოიცავს, რომელიც შესაძლოა 5 მილიონ ევრომდე ავიდეს.

ფაბინიო "ლივერპულს" 1 ივლისს შეუერთდება. იგი კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით