ის, ვისი სიტყვაც მნიშვნელოვანია - იყო თუ არა პენალტი?

29-05-2018, 09:16

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, რომელშიც "რეალი" "იუვენტუსს" სტუმრობდა, მაიკლ ოლივერი მსაჯობდა. იტალიაში 3 ბურთიანი უპასუხო გოლით შეძლეს მადრიდელებმა გამარჯვება და შინ მშვიდად დაბრუნნენ, თუმცა ტურინელებმა მაინც შეძლეს და მეტოქესთან ესპანეთში წონასწორობა აღიდგინეს.

ყოველი შემთვევისთვის ასე იყო 93-ე წუთამდე, სანამ საჯარიმოშ საკამათო ეპიზოდი არ გაჩნდა. ოლივერმა 11 მეტრიანი დანიშნა, შემდეგ ამას ბუფონის გაცხარება მოჰყვა და მოედნის დატოვება წითელი ბარათით მოუწია. საბოლოდ კი ის მივიღეთ, რომ რონალდუმ შეძლო პენალტის გამოყენება და 26 მაისს თასიც კი აღმართეს ესპალელებმა.

ამ მომენტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლეგენდალურმა მსაჯმა პერლუიჯი კოლინამ ამის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, რომ "რეალმა" ტიტული მსაჯების დამსახურებით არ მოიგო. "იუვესთან" მატჩში 11-მეტრიანი ნამდვილად დასანიშნი იყო.  სადავო მომენტები? დიახ, შეიძლება ვიდავოთ, მაგრამ საერთო ჯამში მათ შესაძლებლობები დაამტკიცეს".

"ტურინულ კლუბთან მატჩში მაიკლმა ყველაფერი დაინახა და სიტუაცია სწორად შეაფასა. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ვერ შევედავებით".

"მის პროფესიონალიზმში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ვეტყვი, რომ მას 200-მდე მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს კი დაბალი რიცხვი ნამდვილად არ არის", - განაცხადა პერლუიჯი კოლინამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით