მაურინიოს სამიზნეები "იუვენტუსიდან"

29-05-2018, 21:47

სულ რაღაც ორი დღე დარჩა ახალი სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე, "მანჩესტერ იუნაიტედი"კი სულ უფრო და უფრო აქტიურდება. მაურინიოს იტალიური გრანდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გადაბირება სურს.

პირველ რიგში რა თქმა უნდა ალექს სანდრო. ბრაზილიელს აქტიურად უკავშირებენ ინგლისურ გრანდებს, მათ შორის ანტონო კონტეს "ჩელსისაც". ფეხბურთელს "ბიანკონერის" რიგებში საუკეთესო სეზონი არ ჰქონდა, თუმცა ამას შარშანდელისგან განსხვავებით წელსაც არ მოუკლია გრანდების ყურადღება სანდროს მიმართ. მისი ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა რამდენად შეეგუება "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა მის გაშვებას, მეორე საკითხია.

აგრეთვე შესაძლოა ტურინული კარიერა სამი ხედირამაც დაასრულოს. ემრე ჩანის აქტიურად უკავშრებენ იტალიურ გრანდს, ამიტომაც მისი თანამემამულე გუნსისთვის უბრალოდ ზედმეტი ტვირთი იქნება. მაურინიო კი მზად არის გერმანელს კარი გაუღოს.

და მარიო მანჯუკიჩი. "ცივსისხლიანი მკვლელი". ფეხბურთელი, რომელმაც ცენტრ ფორფარდის პოზიცია გონსალო იგუაინს დაუთმო და თვითნ მარცხენა ფალნგზე გადავიდა. ხორვატს დუგლას კოშტას გამოჩენის შემდეგ სათამაშო დრო აღარც ახალ პოზიციაზე ეძლევა. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, მისი სატრანსფერო ღირებულება სულ რაღაც 15 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ინგლისელებისთვის მზესუმზირის ფასია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით