ტერი ამერიკაში მიდის

30-05-2018, 11:01

The Sun-ის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ჯონ ტერი სათამაშოდ , დიდი ალბათობით, ამერიკაში ან ჩინეთში წავა. 

როგორც ირკვევა, ვეტერანმა მცველმა "ასტონ ვილას" დატოვება გადაწყვიტა, რომელიც ჩემპიონშიფიდან ვერ ამოვიდა. აღსანიშნავია, რომ "ლომებს" ელიტაში აღზევების შანსი ჰქონდათ, თუმცა "ფულჰემის" ბარიერი ვერ გადალახეს. 

გავრცელებული ცნობებით, ტერის გარდა კლუბს 22 წლის ჯეკ გრილიშიც დატოვებს, რომელსაც "ლესტერთან" აკავშირებენ. გასულ სეზონში ჯონმა 32 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით