ბუფონი და "პსჟ" შეთანხმდნენ

31-05-2018, 01:14

Football-Italia-ს ინფორმაციით, ჯიჯი ბუფონმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია. როგორც ირკვევა აპენინელი კიპერი და "პსჟ" მომავალი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის მოგებას ერთად შეეცდებიან. 

აღსანიშნავია, რომ ბუფონმა ტურინის "იუვენტუსიდან" წასვლა 2017-2018 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა და ამ დრომდე სხვადასხვა კლუბთან აკავშირებდნენ. 

შეგახსენებთ, რომ ჯიჯი „შავ-თეთრების“ რიგებში 2001 წელს ჩაირიცხა და კლუბის მაისური 509 შეხვედრაში მოირგო. როგორც ჩანს 40 წლის ვეტერანმა კიპერმა ევროპული კარიერა ლიგის მოგების იმედად აირჩია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით