ზიდანი ტურინის "იუვენტუსს" დაუკავშირეს

31-05-2018, 23:25

მადრიდის "რეალის" აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, "სამეფო კლუბიდან" წასვლისთვის იდეალური დროა. 

უცხოური მედიის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი, დიდი ალბათობით, "იუვენტუსის" ხელმძღვანელი გახდება. როგორც ირკვევა, ტურინელები მომავალ წელს ლიგის მოგებას აპირებენ და ამისთვის გამოცდილი ზიდანი სჭირდებათ. 

შეგახსენებთ, რომ ზიზუ ესპანელთა რიგებში 2016 წელს მივიდა და მას შემდეგ, ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით, კლუბი ლა ლიგას, ესპანეთის სუპერთასს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს და ევროპის სუპერთასს დაეუფლა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით