ნეიმარი: "ჩემს საქმეში მამა არ ერევა"

1-06-2018, 10:10

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "პსჟ"-ს შემტევმა ნეიმარმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებს და მამისგან მხოლოდ რჩევებს იზიარებს. 

"ჩემს მომავალზე გადაწყვეტილებებს მე ვიღებ და ამაში მამაჩემი არ ერევა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ "რეალში" გადასვლის საკითხი უბრალო ჭორია და ესპანელები მამაჩემს არ ეკონტაქტებიან. მისგან, მხოლოდ რჩევებს ვიღებ, რომელიც ბევრჯერ დამეხმარა“, - განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა. 

შეგახსენებთ, რომ მედია აქტიურად წერდა ნეიმარის მამისა და „სამეფო კლუბის“ აგენტების კავშირის შესახებ. რაც შეეხება ნეიმარს მას 3 თვე ტრავმის გამო გაუცდა და ეროვნულ ნაკრებს ახლახანს შეუერთდა. გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა 30 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით