"რომამ" ჩორიჩი შეიძინა

2-06-2018, 13:10

საფეხბურთო კლუბ "რომას" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, „გლადიატორებმა“ ზაგრების "დინამოს" ხორვატი შემტევი ნახევარმცველი, ანტე ჩორიჩი დაიმატეს. წყაროს ცნობით, მომავალ მოდრიჩად წოდებულ ანტეში, გუნდმა 6 მილიონი ევრო გადაიხადა. 

გეტყვით, რომ ჩორიჩი "დინამოში" 17 წლიდან ასპარეზობს და ხორვატიის ჩემპიონატში 14 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „მგლების“ მესვეურებმა სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალეს და ახალგაზრდების შესაძენად აქტიურად მუშაობენ. გასულ წელს, რომაელებმა თურქი უნდერი გადაიბირეს, რომელმაც 25 შეხვედრა ჩაატარა და 7-ჯერ დაამწუხრა მეტოქე.

შეგახსენებთ, რომ 2017-2018 წლების სეზონი იტალიელთათვის წარმატებული გამოდგა. გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა" დაამარცხა და ნახევარფინალში "ლივერპულის" ბარიერის დასაძლევად ცოტა დააკლდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით