5 დღეში "რეალს" ახალი მწვრთნელი ეყოლება

3-06-2018, 13:12

მოგეხსენებათ, ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია და ფრანგი სპეციალისტის შემცვლელზე ბევრი იწერება.

"სამეფო კლუბის" სავარაუდო მწვრთნელებს შორის ერთ-ერთ ფავორიტად ლონდონის "ტოტენჰემის" თავკაცი, მაურისიო პოჩეტინო განიხილება. დღეს არგენტინელ სპეციალისტზე საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.

ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, პოჩეტინომ საკუთარ თავს ხუთდღიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ თავის მომავალში გაერკვეს. როგორც ცნობილია, მას მოსაფიქრებლად სწორედ ეს პერიოდი ესაჭიროება.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის სპეციალისტი "დეზებს" 2014 წლიდან წვრთნის და მან სულ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივა კლუბთან კონტრაქტი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით