5 მიზეზი, რატომაც რონალდო მესიზე უკეთესი ფეხბურთელია

3-06-2018, 16:12

ალბათ არავინ დაობს იმაზე, რომ დღევანდელი ფეხბურთი რონალდოსა და მესის ეპოქად იქცა. თუმცა, ქომაგების უმეტესობა კვლავ ვერ თანხმდება, თუ რომელია მათ შორის უკეთესი. ამ სტატიაში გთავაზობთ იმ 5 მიზეზს, რომლის მიხედვითაც რონალდო მესიზე უკეთესია.

პირველი ეს გახლავთ უკეთესი თამაში მეორე სართულზე. რონალდოს ნებისმიერი საჰაერო ორთაბრძოლის მოგება შეუძლია, რითაც ის თავის გუნდს ეხმარება როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ბოლო პერიოდში არაერთხელ გვინახავს პორტუგალიელის მიერ სტანდარტულების ეპიზოდში საკმაოდ კარგი თამაში უკანა ხაზში. მაშინ როცა ლეო ძალიან იშვიათად იბრძვის საჰაერო ბურთებზე.

გარდა ამისა, რონალდო მნიშვნელოვან მატჩებში მუდამ ერთ-ერთი საუკეთესოა. ბოლო წლებში ალბათ რთულია ისეთი დიდი მატჩის გახსენება, სადაც 33 წლის ფეხბურთელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მაშინ როცა ლეოს ხშირად აკრიტიკებენ, მისი არცთუ წარმატებული გამოსვლის გამო გრანდების წინააღმდეგ.

ამ ყველაფერთან ერთად რონალდოს ოქროს ბურთი და ოქროს ბუცი ორი სხვადასხვა გუნდით აქვს მოგებული, რაც საკმაოდ რთულად მისაღწევ შედეგად ითვლება. მან ევროპის ორი ყველაზე რთული ჩემპიონატი, პრემიერლიგა და ლა ლიგა შეიძლება ითქვას, დაიპყრო და ყველანაირი წარმატების მიღწევა შეძლო. ეს კი პორტუგალიელის კიდევ ერთი დიდი პლიუსია.

ახლა უკვე დროა, რომ სანაკრებო თემასაც შევეხოთ. კრისტიანო თავისი ეროვნული გუნდის უდაო ლიდერია. მას უკვე პორტუგალიის ნაკრების მაისურით 79 გოლი აქვს გატანილი, რაც ფენომენალური შედეგია. მაშინ როცა არგენტინელს ეროვნულ გუნდში მხოლოდ 61 გოლი აქვს გატანილი. გარდა ამისა, რთულია მესის გამოსვლას სამხრეთ-ამერიკული გუნდის მაისურით ფენომენალური ვუწოდოთ. ეროვნულ ნაკრებში არცთუ მაღალ დონეზე გამოსვლა, 30 წლის ფორვარდისთვის ყოველთვის მინუსად ითვლებოდა და ეს კიდევ ერთი კომპონენტია, რაშიც რონალდო თავის მეტოქეს სჯობია.

და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც გულშემატკივრების გარკვეულ ნაწილს რონალდო მესის ურჩევნიათ სანაკრებო ტიტული გახლავთ. 33 წლის პორტუგალიელმა 2016 წელს ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო და სამუდამოდ შევიდა ისტორიაში. რაც შეეხება მესის, ის ზედიზედ სამჯერ იყო სანაკრებო ტიტულთან ძალიან ახლოს. მაგრამ ჯერ გერმანიის ნაკრებმა არ დაანება მსოფლიოს ჩემპიონობა, შემდეგ კი ორჯერ წააგო კოპა ამერიკას ფინალი და მისი ასაკიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, სანაკრებო ტიტულის გარეშე დარჩა



  • zazaji
  • 3 ივნისი 2018 19:50
რა სირობა დაწერეთ

შიგააქვთ ამათ

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით