სამთვიანი პაუზის შემდეგ, ნეიმარი მინდორს დაუბრუნდა

3-06-2018, 19:06

ფრანგული "პსჟსა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ლიდერი, ნეიმარ ჯუნიორი სამთვიანი პაუზის შემდგომ მწვანე მინდორს დაუბრუნდა.

26 წლის ფეხბურთელმა ბრაზილიისა და ხორვატიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ნეიმარმა მეორე ტაიმის დასაწყისში ფერნანდინიო შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა უკანასკნელად 25 თებერვალს საფრანგეთის თასის მატჩში იასპარეზა, სადაც ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და სამ თვეზე მეტის გამოტოვება მოუწია.

არსებობდა შანსი იმისა, რომ ბრაზილიელს მუნდიალიც კი გამოეტოვებინა, თუმცა საბედნიეროდ მან სრულად მოიშუშა ტრავმა და მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით