ოფიციალურად: უმტიტი "ბარსელონასთან" გაახანგრძლივებს

3-06-2018, 20:57

ბოლო დროს გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ სამუელ უმტიტის კლუბთან კონფლიქტი ჰქონდა და შესაძლოა დიდ ბრიტანეთში გაეგრძელებინა კარიერა. დღეს ეს ჭორები საბოლოოდ გაქარწყლდა.

24 წლის ფრანგმა ცენტრალურმა მცველმა კატალონიის "ბარსელონასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის გუნდში 2023 წლამდე დარჩება.

როგორც ცნობილია, ფრანგი მოთამაშე ხელფასის სახით ყოველწლიურად 6 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ უმტიტი "ბარსელონას" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და მან 83 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საბა კვირკველიამ “ლოკომოტივს“ მოაგებინა (ვიდეო)

დაგვიმეგობრდით