ლევანდოვსკი ინგლისში მიდის?!

4-06-2018, 14:27

Tuttosport-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელის შეძენა "იუვენტუს" სურს. წყაროს ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ გონსალო იგუაინის შემცვლელს აქტიურად ეძებს. 

როგორც ირკვევა, „შავ-თეთრების“ ხელმძღვანელები, ზაფხულში, არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გაშვებას აპირებენ და მის სანაცვლოდ სხვადასხვა კანდიდატურებს აქტიურად განიხილავენ. ადგილობრივი მედიის თქმით, ტურინელები გონსალოს იკარდიში ცვლიდნენ, თუმცა "ინტერის" წარმომადგენლებს 50 მილიონი და გონსალო არ აკმაყოფილებთ. 

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკის გადაბირება "პსჟ"-ს, "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" სურთ, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. გეტყვით, რომ გასულ სეზონში პოლონელმა 36 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით