"ბარსელონამ" სამუელ უმტიტის გამოსასყიდი თანხა დაასახელა

4-06-2018, 15:20

Marca-ს ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, სამუელ უმტიტის, გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი იქნება. წყაროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, დაადასტურა.

გეტყვით, რომ ფრანგი მცველი ესპანურ გრანდთან ახალი კონტრაქტის დადებას აჭიანურებდა, რადგან ამ უკანასკნელს შემოთავაზებული ხელფასი დიდად არ მოსწონდა. საბოლოო ჯამში "ლურჯების" ხელმძღვანელობამ ფეხბურთელი დაითანხმა და კონტრაქტი 2023 წლამდე გაუხანგრძლივეს.

შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტი "ბარსელონაში" 2016 წელს ჩაირიცხა და კლუბთან ერთად ჩატარებული მატჩებიდან 85%-ის მოგება შეძლო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით