ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარიუსმა ტვინის შერყევა მიიღო

5-06-2018, 12:59

ჩემპიონა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს "ლივერპული" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ ბევრი სალაპარაკო თემა იყო, თუმცა გულშემატკივარს ერთ-ერთი მთავარი ფაქტი გამორჩა.

საქმე იმაშია, რომ ლორის კარიუსმა სერხიო რამოსთან შეჯახების დროს, სადაც მას რამოსის იდაყვი მოხვდა თავში მისი დაზიანება გამოიწვია.

31 მაისს მეკარემ სიმპტომების გამო სამედიცინო პუნკტს მიმართა, სადაც მას თავზე  სკანირება ჩაუტარდა, რის შედეგადაც ოფიციალურად  დადგინდა, რომ 26 მაისს მან ტვინის შერყევა მიიღო.

ამას "მასაჩუცეტსის" და "სპაულდინგის" საავადმყოფოები ადასტურებენ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფეხბურთელმა დაზიანება მაშინ მიიღო, როცა  ანგარიში ჯერ კიდევ 0-0 იყო



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით