"მილანის" პრეზიდენტი იტალიაში ფარული ვიზიტით იმყოფებოდა

5-06-2018, 16:05

"Mediaset Premium"-ის ინფორმაციით, გასულ კვირაში "მილანის" მფლობლი იონჰონგ ლი ფარული ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა და სულ რაღაც 2 დღის წინ დაბრუნდა ჰონკონგში.

ვიზიტის მიზანი პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრების გამართვა იყო. როგორც ჩანს, ჩინელმა ბიზნესმენმა საბოლოოდ გადაწყვიტა "ელიოტის" ვალი, რომელიც ასე ძალიან არ მოსწონთ უეფაში, აქციების ნაწილის გასხვისების ხარჯზე დაფაროს.

წყაროს ცნობით, მისტერ ლიმ უკვე იპოვნა ინვესტორი, რომელიც ამერიკული საინვესტიციო კომპანიისგან აღებული ვალის რეფინანსირებას მოახდენს, ამ გზით კი კლუბის სატრანსფერო მომავალი უეფასგან დასმული კითხვის ნიშნის ქვეს აღარ იქნება.

შეგახსენებთ, "მილანს" ამერიკული "ელიოტის" 300 მილიონიანი ვალდებულება აქვს და ამ თანხას უკვე დაემატა გარკვეული რაოდენობის პროცენტები.

"Milan Channel"-ი გუშინ იუწყებოდა, რომ იონჰონგ ლიმ ჩინეთიდან 10 მლნ. ევრო გადმორიცხა, უახლოეს დღეებში კი 30 მილიონსაც გამოგზავნის. ეს თანხა ფინანსური ბალანსის გამოსწორებას ხმარდება, რათა გუნდმა უეფასგან სანქციები აიცილოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით