სილესენი მომავალზე ალაპარაკდა

6-06-2018, 12:42

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას მეკარემ, იასპერ სილესენმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ინგლისურ გრანდებში შესაძლო ტრანსფერზე არაფერი იცის.

"ინგლისში გადასვლაზე არაფერი ვიცი. სიმართლე გითხრათ, ბარსელონაში თავს კარგად ვგრძნობ და წასვლა არ მინდა. დარწმუნებული ვარ, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელებს ჩემი გაშვება არ სურთ", - განაცხადა ჰოლანდიელმა.

შეგახსენებთ, სილესენის გადაბირება ჩელსის, ლივერპულსა და არსენალს სურთ, თუმცა, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არც ერთ კლუბს გაუკეთებია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით