"მანჩესტერმა" ფრედი გაიფორმა

6-06-2018, 14:01

"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კლუბმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ფრედი შეიძინა. წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მომავალი სეზონიდან, „წითელი ეშმაკების“ ღირსებას დაიცავს. 

აღსანიშნავია, რომ ფრედის სანაცვლოდ, დონეცკის "შახტარმა" 60 მილიონი ევრო მიიღო. როგორც ირკვევა, ინგლისელთა მიერ გადახდილი თანხა, უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში, რეკორდულია. 

შეგახსენებთ, ფრედი დომბასელთა რიგებში 2013 წლიდან თამაშობდა და 155 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით