"აუგსბურგმა" გიოტცე დაიმატა

6-06-2018, 20:31

საფეხბურთო კლუბ "აუგსბურგის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, გუნდმა გერმანელი ნახევარმცველი, ფელიქს გიოტცე დაიმატა. წყაროს ცნობით, ფელიქსი მარიო გიოტცეს ძმაა.
 
აღსანიშნავია, რომ 20 წლის გიოტცე "ბაიერნის" აკადემიის აღზრდილია. მან პროფესიონალური კონტრაქტი პირველად 2017 წელს გააფორმა. გეტყვით, რომ ეს უკანასკნელი „რეკორდმაისტერთა“ რიგებში გერმანიის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ფელიქს გიოტცე გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია და საქართველოში გამართულ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატზე, „ბუნდესნაკრების“ ღირსებას იცავდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით