კანდიდატების სიას იერო შეემატა

6-06-2018, 21:40

ზინედინ ზიდანის წასვლის შემდგომ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია. ფრანგი სპეციალისტის შემცვლელის თაობაზე კი ევროპულ გამოცემებში არაერთი სიახლე იწერება.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სამეფო კლუბის" სავარაუდო მწვრთნელების სიას კიდევ ერთი კანდიდატი დაემატა. ეს გახლავთ ფერნანდო იერო.

ესპანური გამოცემა Diario AS-ის ცნობით, ზიზუ შესაძლოა ფერნანდო იერომ ჩაანაცვლოს. როგორც ცნობილია, ფლორენტინო პერესსა და "რეალის" ლეგენდას შორის შეხვედრა უკვე შედგა და ისაუბრეს ხსენებულ თემაზე. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ "სამეფო კლუბი" მომავალი სეზონიდან სწორედ იერომ ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდოს სამწვრთნელო კარიერაში მცირე გამოცდილება აქვს. იგი 2016/17 წლების სეზონში "რეალ ოვიედოს" წვრთნიდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საბა კვირკველიამ “ლოკომოტივს“ მოაგებინა (ვიდეო)

დაგვიმეგობრდით