ოფიციალურად: "მილანი" ბორინის გამოისყიდის

7-06-2018, 21:19

პრემიერ ლიგის "სანდერლენდის" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ "მილანი" ფაბიო ბორინის სატრანსფერო უფლებებს გამოისყიდის.

მოგეხსენებათ, იტალიელი შემტევი "როსონერიში" 2017 წლის ზაფხულში იჯარის წესით გადმობარგდა და როგორც ჩანს, მან კლუბის ხელმძღვანელების გულებიც მოინადირა.

მიმდინარე სეზონში უნივერსალ ფეხბურთელად ჩამოყალიბებულმა ბორინიმ 29 მატჩი ჩაატარა, 4-ჯერ გაიტანა და 6-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

როგორც "სანდერლენდთან" გასულ ზაფხულს გაფორმებულ ხელშეკრულება ითვალისწინებდა, "როსონერის" 27 წლის ფეხურთელის გამოსყიდვა 6 მილიონი ევრო დაუჯდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით