სალაჰის აგენტმა ჟურნალისტებს წყაროს გაცვლა ურჩია

8-06-2018, 11:45

ეგვიპტის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ფეხბურთელის, მოჰამედ სალაჰის" გარშემო უამრავი ჭორი აგორდა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის ტოპ-ლუბებთანაა დაკავშირებული. 

რამდენიმე დღის წინ გამოცემა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს მომო კატალონიის "ბარსელონაში" გადადის და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. 

გავრცელებული ჭორის შემდეგ, "მერსისაიდული" გრანდის ლიდერის აგენტმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მოჰამედ სალაჰი არსად მიდის და სხვადასხვა გამოცემებს წყაროს გამოცვლის რჩევა მისცა. 

შეგახსენებთ, რომ მომო სალაჰი ინგლისელთა რიგებში გასულ სეზონში საუკეთესო იყო და ნაჩვენები შედეგების შემდეგ, ამ უკანასკნელით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით