"ლივერპულმა" 72 მილიონიანი ტრანსფერი განახორციელა

8-06-2018, 11:55

The Sun-ის ინფორმაციით, "ლივერპულმა" ნაბილ ფეკირის ტრანსფერი საბოლოოდ გაჩარხა და ფეხბურთელს ისღა დარჩენია სამედიცინო შემოწმება რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს. 

როგორც ირკვევა, "მერისასიდულ" გრანდს ტრანსფერი ბონუსიანად 72 მილიონი ევრო დაუჯდა. 24 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს ინგლისელებთან დღის ბოლოს გააფორმებს. 

შეგახსენებთ, რომ ფეკირმა გასულ სეზონში "ლიონის" რიგებში იასპარეზა და 37 შეხვედრაში 22 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით