კეინმა "ტოტენჰემს" უერთგულა

9-06-2018, 12:01

საფეხბურთო კლუბ "ტოტენჰემის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა, ჰარი კეინმა, „დეზებთან“ ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. როგორც ირკვევა, კეინმა "ტოტენჰემს" 2024 წლამდე დაუკავშირა თავი. 

"ბედნიერები ვართ, რადგან კეინმა ჩვენთან დარჩენა ამჯობინა და 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი", –  წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, კუნძულელთა შემტევი "ტოტენჰემის" აღზდილია. გასულ სეზონში ამ უკანასკნელმა 48 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ბომბარდირობის რეალური კანდიდატი იყო 30 გოლით, თუმცა ამბიცია მომო სალაჰმა „მოუკლა“.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით