გურამ კაშია "ვიტესიდან" ამერიკის ჩემპიონატში გადადის

9-06-2018, 16:20

ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, გურამ კაშია მომავალი სეზონიდან MLS-ში ითამაშებს. საქართველოს ნაკრებისა და ვიტესის ფეხბურთელის შეძენით "სან ხოსეა" დაინტერესებული. 

როგორც ირკვევა, გურამი რამდენიმე დღის შემდეგ ამერიკაში გაემგზავრება. ქართველი ადგილზე გაივლის სამედიცინო შემოწმებას და შემდეგ უკვე კონტრაქტსაც გააფორმებს.

შეგახსენებთ, "სან ხოსეს" ღირსებას იცავს ვაკო ყაზაიშვილი. რაც შეეხება კაშიას, ერედივიზიონში 2010 წლიდან ასპარეზობს და 245 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ვიტესის პირველი კაპიტანი გახდა, რომელმაც კლუბთან ერთად ტიტული მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით