"იუვენტუსი" და "მილანი" ერთმანეთს საუდის არაბეთში შეხვდებიან

9-06-2018, 17:05

იტალიის სუპერთასის მატჩი საუდის არაბეთში გაიმართება "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის.

შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდეში 2019 წლის 13 იანვარს შედგება, ხოლო გუნდები სოლიდურ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ - 3.15 მილიონ ევროს თითოეული მათგანი.

თავდაპირველად სუპერ თასის შეხვედრა ზაფხულში იყო ჩანიშნული, თუმცა კომერციულად გუნდებისთვის ზამთარი უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ წელს იტალიაში "იუვენტუსმა" ორივე საკლუბო ჯილდო მოიპოვა, სკუდეტოც მოიგო და იტალიის თასსაც დაეუფლა. ამ უკანასკნელი გათამაშების ფინალში მან სწორედ "მილანი" დაამარცხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით