სიმონე ვერდი "ნაპოლიში" და ხეირი "მილანს"

9-06-2018, 22:48

"მილანის" აღზრდილი იტალიელი ფორვარდი სიმონე ვერდი ძალიან ახლოსაა "ნაპოლის" რიგებში გადასაბარგებლად. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს, ამ ტრანსფერში ფინანსურ სარგებელს "როსონერიც" ნახავს.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა  დი მარციოს ცნობით, ორშაბათს-სამშაბათი არის დღეები, როდესაც ნეაპოლელები 25 წლის იტალიელის ტრანსფერს გააოფიციალურებენ - ვერდი ნეაპოლში ჩაფრინდება, გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ამ ყველაფრის შემდეგ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. 

ტრანსფერის ღირეულება 25 მილიონი ევრო და ბონუსებია, რომლიდანაც "მილანი" 20% მიიღებს. საქმე იმაშია, რომ როდესაც ვერდი "ბოლონიაში" გადადიოდა, იმ დროს "როსონერის" გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ ხელშეკრულებაში ეს პუნქტი ჩაამატა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: ოქრიაშვილი უკლუბოდაა

დაგვიმეგობრდით