ტურე "ვესტ ჰემში"?

10-06-2018, 12:39

The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელის, იაია ტურეს შეძენა საფეხბურთო კლუბ "ვესტ ჰემს" სურს. როგორც მოგეხსენებათ, კოტ'დიუვარელი ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია და კლუბებს მისი დამატება ზედმეტი ფინანსური ვალდებულებების გარეშე შეუძლიათ. 

რამდენიმე დღის წინ ტურეს აგენტმა განაცხადა, რომ 35 წლის ფეხბურთელი მზადა არის ინგლისის პრემიერ ლიგის საუკეთესო 6 გუნდიდან ნებისმიერში კვირაში ერთი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდეს. 

ფაქტია, რომ აგენტის ნათქვამი „ჩაქუჩების“ ხელმძღვანელებმა მალევე აიტაცეს და ტურეს  შეთავაზება გაუკეთეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ვესტ ჰემმა გასული სეზონი 13-ე ადგილზე დაასრულა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიურმა პრესამ ჩაკვეტაძის ტრანსფერი დაადასტურა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით