ფეკირმა "ლივერპული" ბოლო წამს იუარა

10-06-2018, 09:23

The Sun-ის ინფორმაციით, ნაბილ ფეიკირი "ლივერპულის" რიგებში აღარ ითამაშებს. წყაროს ცნობით, ფრანგ ნახევარმცველსა და "მერსისაიდულ" გრანდს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა. 

როგორც ირკვევა, ნაბილს სამედიცინო შემოწმება უნდა გაეარა, თუმცა ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო ყველაფერი ჩაიშალა. 

"ლიონის" კაპიტან ფეკირს და "ლივერპულს" შორის სატრანსფერო მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა და "ლიონმა" გადაწყვიტა მოლაპარაკება შეეწყვიტა,"- წერია "ლივერპულის" ოფიციალურ განცხადებაში. 

შეგახსენებთ, ფეკირი "ლიონის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს. გასულ სეზონში ამ უკანასკნელმა 40 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით