ნეიმარისთვის ბრძოლაში "იუნაიტედიც" ჩაერთო

10-06-2018, 16:16

მადრიდის "რეალს" რომ დიდი ხანია ნეიმარის შეძენა უნდა, ეს ამბავი არახალია. დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი "სამეფო კლუბს" კონკურენტი გამოუჩნდა.

ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მანჩესტერ "იუნაიტედიც" ჩაერთო.

როგორც ინგლისური წყარო იუწყება "წითელმა ეშმაკებმა" ფრანგულ გუნდს 200 მილიონიანი შემოთავაზება უკვე გაუკეთეს. გარდა ამისა, ინგლისელები ბონუსების გადახდაზეც არიან თანახმა.

თავად ნეიმარს კი "იუნაიტედი" 4-წლიან კონტრაქტსა და კვირაში 575'000 ფუნტს სთავაზობს. თუმცა თუ "პსჟს" პრეზიდენტს დავუჯერებთ, გუნდი მის გაშვებას არ აპირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით