რაკიტიჩი: "არ ვმალავ, რონალდოს "რეალიდან" წასვლა გამიხარდება"

11-06-2018, 18:59

"ბარსელონასა" და ხორვატიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა "Marca"-სთან საუბრისას არ დამალა, რომ მადრიდის "რეალიდან" კრიშტიანო რონალდოს წასვლა გაახარებს.

"ამის შესახებ მეც შევიტყვე, მაგრამ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. რთული წარმოსადგენია რონალდომ "რეალი" დატოვოს, მაგრამ ფეხბურთში სავსეა მოულოდნელობებით".

"პორტუგალიელი შესანიშნავი ფეხბურთელია და მან ეს უკვე ბევრჯერ დაამტკიცა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მოითხოვს ბევრად მეტს".

"დასამალი არაფერი მაქვს და შემიძლია პირდაპირ გითხრათ ჩემი აზრი - დიახ, გამიხარდება, თუ ის "სამეფო კლუბიდან" მართლაც წავა".

"და ბოლოს, მინდა, რონალდოს ვუსურვო სწორი გადაწყვეტილების მიღება და წარმატებები კარიერაში, ისევე როგორც ზინედინ ზიდანს", - დაამატა ხორვატმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ბელგიური მედია: "პჟ"-სა და "იუნაიტედის" სკაუტები ჩაკვეტაძეს აკვირდებიან"

დაგვიმეგობრდით