ოფიციალურად: პატრიკ ვიეირა ფრანგულ კლუბს უთავკაცებს

11-06-2018, 20:14

წარსულში ლონდონის "არსენალისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი პატრიკ ვიეირა სამწვრთნელო კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

"ნიცას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბმა 41 წლის სპეციალისტთან უკვე გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი.

პატრიკმა სამწვრთნელო კარიერა "მანჩესტერ სიტის" ასაკობრივ გუნდში დაიწყო, 2015 წლიდან კი MLS-ს მიაშურა და "ნიუ-იორკ სიტის" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ "ნიცას" აწ უკვე ყოფილმა თავკაცმა ლუსიენ ფავრმა დორტმუნდის "ბორუსია" ჩაიბარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით