სერია ა-ში ძმები ინძაგების დაპირისპირებას ვიხილავთ

11-06-2018, 21:49

მიუხედავად იმისა, რომ "მილანის" ლეგენდარული ფეხბურთელის და შემდეგში კლუბის წარუმატებელი მწვრთნელის, ფილიპო ინძაგის "ვენეცია" ფლეი ოფში "პალერმოსთან" ბრძოლაში დამარცხდა და ვერ შეძლო სერია ა-ში გადმოსვლა, მომდევნო სეზონში ძმები ინძაგების დაპირისპირებას მაინც ვიხილავთ. 

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა  დი მარციოს ცნობით, შემდეგ კვირას "ბოლონია" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე პიპო ინძაგის ოფიციალურად წარადგენს.

44 წლის სპეციალისტი უკვე დაემშვიდობა ვენეციურ კლუბს, ფეხბურთელებს, ტიფოზებს და მადლობა გადაუხადა ერთად გატარებული წლების გამო.

ცნობისთვის, პიპო "ბოლონიაში" აგრეთვე ყოფილ "მილანელს" რობერტო დონადონის ჩაანაცვლებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით