"მანჩესტერ იუნაიტედი" ფრანგის სანაცვლოდ 270 მილიონს იხდის

12-06-2018, 10:01

Don Balon-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრებისა და "პსჟ"-ს ფეხბურთელი, კილიან მბაპე, შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს. წყაროს ცნობით, „წითელი ეშმაკების“ მესვეურები ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ, 270 მილიონ ევროს იხდიან.

როგორც ირკვევა, სატრანსფერო ღირებულება შეიძლება შეიცვალოს, თუ ჟოზე მოურინიო „პარკ დე ფრანსის“ ბინადრებს 190 მილიონს გადაუხდის და პლუს, ანტონი მარსიალს ფრანგულ კლუბში გაუშვებს. 

აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერის ბოლოდე მიყვანის შემთხვევაში, მბაპე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება. გეტყვით, რომ კილიანი "პსჟ"-ს რიგებში 2017 წელს ჩაირიცხა და 27 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

სამწუხარო ცნობა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო

დაგვიმეგობრდით