ზიდანმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

12-06-2018, 10:37

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ერთი წელი დასვენებას აპირებს.

ზიდანს ყველაზე აქტიურად კატარის ეროვნულ ნაკრებს უკავშირებენ. როგორც მედია წერს, არაბული ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა ფრანგს ხელფასის სახით წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.

"ჩავიბარებ თუ არა კატარს? არვიცი. ვაპირებ გარკვეული პაუზა ავიღო და ერთი წლით მაინც დავისვენო. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე და ყველაფერს რაც შემდგომში მოხდება, ერთად ვნახავთ", - აცხადებს ზიდანი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იეს თორუპი" გიორგი ახალი წლის შემდეგ დაბრუნდება"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით