კვირკველია წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

12-06-2018, 13:41

გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შედეგად, 2017-2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად, სოლომონ კვერკველია დასახელდა. გამოკითხვაში 80 ქართველი ჟურნალისტი იღებდა მონაწილეობას. 

შედეგების მიხედვით "ლოკომოტივის" ფეხბურთელმა 221 ხმა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ გურამ კაშიას დიდი სხვაობით მოუგო. "ვიტესის" მცველმა 84 ხმა დააგროვა. 

კვერკველიას პრიზი – გამარჯვების ქალღმერთი ნიკე, რესტორან „ბირ თაიმში“ გამართულ ცერემონიალზე გადაეცა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით