"აპაჩე" ფეხბურთიდან მიდის

12-06-2018, 14:09

არგენტინის ეროვნული გუნდისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კარლოს ტევესმა, საფეხბურთო კარიერის დასრულების თარიღი დაასახელა. წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელი ბუცებს ლურსმანზე 2019 წელს აპირებს. 

როგორც ირკვევა, კარლოსი იმედოვნებს, რომ დარჩენილ დროში "ბოკა ხუნიორსთან" ერთად კოპა ლიბერტადორეს მოიგებს. აღსანიშნავია, რომ ტევესი დედაქალაქურ გუნდში 2018 წელს დაბრუნდა და 5 გოლიც გაიტანა. 

შეგახსენებთ, "აპაჩე" წლების განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით