ზიდანის ახალი შემცვლელი რეალის რადარზე

12-06-2018, 17:51

უკვე ორ კვრაზე მეტია, რაც "სამეფო კლუბი"  მთავარი მწვრთნელის გარეშეა. ევროპის ჩემპიონს უამრავ მწვრთნელს უკავშირებენ, მათ შორის ყველაზე რეალურ ვარიანტად პოტეჩინიო მიაჩნიათ, რომელიც "ტოტენჰემს" წვრთნის.

თუმცა "ლოს ბლანკოს" რადარზე ახალი კანდიდატი გამოჩნდა ანდრე ვილაშ-ბოაშის სახით, რომელიც  ბოლოს "შანხაის" წვრთნიდა და 2017 წლიდან თავისუფალია.

პორტუგალიელი მწვრთნელის "რეალში" მისვლა ავტომატურად იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ გარეთ ბეილი გუნდში დარჩება, რადგან ანდრეს და უელსელ თავდამსხმელს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობდა აკავშირებთ.

როგორც იცით, გარეთმა განაცხადა, რომ ის ახალ მწვრთნელს დაელოდება და შემდეგ გადაწყვეტს თავის მომავალს. თუ იგი ზიდანის შემცვლელის სამომავლო გეგმებში არ შევა, დიდი ალბათობით მაურინიოსთან "მანჩესტერ იუნაიტედში" ვიხილავთ.

ანდრე 2010/11 წლის ევროპის საუკეთესო მწვრთნელადაც აღიარეს.







კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქართველი გოგონების სასწაული შედეგი 0:16 წაგების შემდეგ

დაგვიმეგობრდით